მადლობას გიხდით, რომ სარგებლობთ ჩვენი პლატფორმით! ამ გვერდზე ეტაპობრივად აგიხსნით ყველა საჭირო ნაბიჯს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ სურვილისამებრ როგორც განცხადების დამდებმა, ასევე შემსრულებლის როლში.
1. განცხადების დადება
Getask-ის პლატფორმაზე განცხადების (დავალების) დასადებად მიჰყევი ამ მარტივ ინსტრუქციას.
იმისთვის, რომ განცხადების დადება შეძლო, აუცილებლად უნდა გაიარო რეგისტრაცია საიტზე.
- რეგისტრაცია / ავტორიზაცია: გადადი საიტზე და ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკის გამოყენებით გაიარე რეგისტრაცია ან გაიარეთ ავტორიზაცია.
გთხოვთ, რეგისტრაციისას მიუთითოთ მხოლოდ ზუსტი და რეალური ინფორმაცია. თქვენი პროფილის მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს. არ გამოიყენოთ ყალბი სახელი, ფოტო, საკონტაქტო ინფორმაცია ან სხვა პირადი მონაცემები. სწორი და სანდო ინფორმაციის მითითება ხელს უწყობს პლატფორმაზე უსაფრთხო გარემოს შექმნას, მომხმარებლებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
- განცხადების დამატება: სისტემაში შესვლის შემდეგ, მთავარი გვერდის ქვედა ნაწილში (მენიუში) დააჭირე ღილაკს „+ დამატება“.
- ინფორმაციის შევსება: ახალ გვერდზე გადასვლისას სათითაოდ შეავსე შემდეგი ველები:
- დავალების სათაური (მაგ: ტელევიზორის საკიდის დამაგრება).
- დეტალური აღწერა (აღწერე რა უნდა გაკეთდეს, რა ინსტრუქციაა საჭირო და რა დროში გჭირდება).
- კატეგორია და ბიუჯეტი (ასევე შეგიძლია მონიშნო „ფასი შეთანხმებით“).
- ქალაქი და ზუსტი მისამართი.
- ფოტოები (სურვილისამებრ, შეგიძლია ატვირთო დავალების ფოტოები რათა უკეთესად აღიქვას შემსრულებელმა დავალება, მაქსიმუმ 5 ფოტო).
- გამოქვეყნება: ყველა ველის შევსების შემდეგ, დარწმუნდი რომ ყველა შეყვანილი ინფორმაცია სწორად არის და ბოლოში დააჭირე ღილაკს „განცხადების გამოქვეყნება“.
2. სამუშაოს შეთავაზება შემსრულებლისთვის
თქვენ უკვე განათავსეთ თქვენი პირველი განცხადება — მაგალითად: „სამზარეულოს ონკანის შეკეთება“. ახლა დროა დაელოდოთ დაინტერესებულ შემსრულებელს, რომელიც თქვენს განცხადებას გაეცნობა და დაგიკავშირდებათ.
- მიიღეთ შეტყობინება დაინტერესებული შემსრულებლისგანთქვენი განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, დაინტერესებულ შემსრულებელს შეუძლია გაეცნოს თქვენს მოთხოვნას და მოგწეროთ განცხადებასთან დაკავშირებით.
როდესაც შემსრულებელი გამოგიგზავნით შეტყობინებას, მთავარ გვერდზე, ქვედა მენიუში მდებარე „შეტყობინებების“ ღილაკზე გამოჩნდება წითელი ინდიკატორი. ეს მიუთითებს, რომ თქვენ ახალი შეტყობინება მიიღეთ.
დააჭირეთ „შეტყობინებების“ ღილაკს, რათა ნახოთ მიღებული შეტყობინება.
- გახსენით შემსრულებლის შეტყობინებაშეტყობინებების გვერდზე დაინახავთ შემსრულებლისგან მიღებულ შეტყობინების ფანჯარას.
დააჭირეთ შესაბამის ფანჯარას, რათა გახსნათ საუბარი და ნახოთ შემსრულებლის სრული შეტყობინება.
- გაეცანით შემსრულებლის შეთავაზებასშემსრულებელი გაცნობებთ, რომ გაეცნო თქვენს განცხადებას და მზად არის აიღოს აღნიშნული სამუშაო შესასრულებლად.
ამ ეტაპზე შეგიძლიათ შემსრულებელთან ჩატის საშუალებით დააზუსტოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დეტალები, მათ შორის:
- სამუშაოს ზუსტი შინაარსი;
- შესრულების პირობები;
- სამუშაოს ფასი;
- სამუშაოს შესრულების დრო;
- მისვლის ადგილი;
- სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
სამუშაოს შეთავაზების გაგზავნამდე აუცილებლად შეთანხმდით შემსრულებელთან სამუშაოს ძირითად პირობებზე.
- გაუგზავნეთ შემსრულებელს სამუშაოს შეთავაზებამას შემდეგ, რაც შემსრულებელთან შეთანხმდებით სამუშაოს დეტალებზე, შეგიძლიათ გაუგზავნოთ მას ოფიციალური სამუშაოს შეთავაზება.
შეტყობინებების გვერდზე, ჩატის მარჯვენა მხარეს, დააჭირეთ ღილაკს „სამუშაოს შეთავაზება“.
- აირჩიეთ შესაბამისი განცხადება„სამუშაოს შეთავაზების“ ღილაკზე დაჭერის შემდეგ გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც გამოჩნდება თქვენი აქტიური განცხადებები.
მონახეთ ის განცხადება, რომლის შესრულებაც გსურთ აღნიშნულ შემსრულებელს შესთავაზოთ და დააჭირეთ შესაბამის ღილაკს.
ამ მოქმედებით თქვენ შემსრულებელს ოფიციალურად უგზავნით კონკრეტული სამუშაოს შესრულების შეთავაზებას.
- შეამოწმეთ, რომ შეთავაზება გაიგზავნასამუშაოს შეთავაზების გაგზავნის შემდეგ ჩატში ავტომატურად გამოჩნდება სისტემური შეტყობინება, რომელიც დაადასტურებს, რომ სამუშაოს შეთავაზება წარმატებით გაიგზავნა.
ახლა საჭიროა დაელოდოთ შემსრულებლის პასუხს.
- დაელოდეთ შემსრულებლის დადასტურებასთუ შემსრულებელი დაეთანხმება თქვენს შეთავაზებას, შეტყობინებების გვერდზე გამოჩნდება შესაბამისი სტატუსი — „სამუშაო მიღებულია“.
ამის შემდეგ სამუშაო ოფიციალურად გადადის შესრულების ეტაპზე.
შეთანხმებულ დროსა და ადგილზე შემსრულებელი მოვა და შეუდგება სამუშაოს შესრულებას.
მნიშვნელოვანია: სამუშაოს მიღებამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ თქვენ და შემსრულებელი შეთანხმებული ხართ სამუშაოს პირობებზე, ფასსა და შესრულების დროზე.
- სამუშაო ავტომატურად გადავა „მიმდინარე სამუშაოებში“მას შემდეგ, რაც შემსრულებელი მიიღებს სამუშაოს, თქვენი განცხადება ავტომატურად გადავა თქვენი პროფილის გვერდზე, „მიმდინარე სამუშაოების“ სექციაში.
აქ შეძლებთ თვალყური ადევნოთ თქვენს მიმდინარე სამუშაოებს და საჭიროების შემთხვევაში გაეცნოთ მათ დეტალებს.
თქვენ არ გჭირდებათ სამუშაოს ხელით გადატანა — სისტემაში სტატუსი ავტომატურად განახლდება.
- სამუშაოს დასრულებაროდესაც შემსრულებელი დაასრულებს თქვენს სამუშაოს, განცხადების სტატუსი ავტომატურად შეიცვლება და სამუშაო გადავა „დასრულებული სამუშაოების“ სექციაში.
ამ მომენტიდან სამუშაო ჩაითვლება დასრულებულად.
- შეაფასეთ შემსრულებელისამუშაოს დასრულების შემდეგ სისტემა ავტომატურად გამოგიგზავნით შეტყობინებას, რომ თქვენი სამუშაო დასრულებულია.
შეტყობინებასთან ერთად მიიღებთ შემსრულებლის შეფასების შესაძლებლობას.
თქვენი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შემსრულებლისთვის, ისე Getask-ისთვის. შეფასებები ეხმარება სხვა მომხმარებლებს, უკეთ გაიგონ შემსრულებლის გამოცდილების, პასუხისმგებლობისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესახებ.
გთხოვთ, სამუშაოს დასრულების შემდეგ აუცილებლად დატოვოთ ობიექტური და სამართლიანი შეფასება.
- დატოვეთ შეფასება და კომენტარიშეფასების ფანჯარაში აირჩიეთ შესაბამისი შეფასება იმის მიხედვით, თუ რამდენად კმაყოფილი ხართ შესრულებული სამუშაოთი.
შემდეგ შეგიძლიათ დაწეროთ მოკლე კომენტარი და გაუზიაროთ სხვა მომხმარებლებს თქვენი გამოცდილება.
ყველა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „შეფასების დატოვება“.
თქვენი შეფასება შეინახება სისტემაში და ხელს შეუწყობს შემსრულებლის სანდოობისა და რეპუტაციის ჩამოყალიბებას.
3. როგორ გახდე შემსრულებელი?
Getask-ზე შემსრულებლის სტატუსის მისაღებად, პირველ რიგში, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია პლატფორმაზე. რეგისტრაციის შემდეგ შემსრულებლად გახდომის ორი გზა გაქვთ:
- პროფილის ჩამოსაშლელი მენიუდანმთავარ გვერდზე, ზედა მარჯვენა კუთხეში, გახსენით თქვენი პროფილის ჩამოსაშლელი მენიუ და აირჩიეთ „შემსრულებლად რეგისტრაცია“.
- პროფილის გვერდიდანშედით თქვენს პროფილზე და აირჩიეთ „გახდი შემსრულებელი“.
ორივე შემთხვევაში გაიხსნება შესაბამისი გვერდი, სადაც უნდა შეავსოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ.
მნიშვნელოვანია
გთხოვთ, განაცხადში მიუთითოთ მხოლოდ რეალური, ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია. შეყვანილი მონაცემები ყურადღებით გადაამოწმეთ განაცხადის გაგზავნამდე, რადგან მათი სისწორე აუცილებელია თქვენი პროფილის სანდოობისა და შემსრულებლის სტატუსის მისაღებად.
ინფორმაციის შევსებისა და გადამოწმების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „განაცხადის გაგზავნა“.
განაცხადის შემოწმება
თქვენს განაცხადს შეამოწმებს Getask-ის ადმინისტრაცია. ადმინისტრაცია გადაამოწმებს მითითებული ინფორმაციის სისწორეს და შესაბამისობას.
თუ წარმოდგენილი ინფორმაცია შეესაბამება რეალობას და განაცხადი აკმაყოფილებს Getask-ის მოთხოვნებს, თქვენი განაცხადი დამტკიცდება და თქვენ მოგენიჭებათ შემსრულებლის სტატუსი.
სტატუსის მიღების შემდეგ შეძლებთ Getask-ზე გამოქვეყნებული სამუშაოების მოძიებას, მათზე განაცხადის გაგზავნას და სხვა მომხმარებლებისგან სამუშაოების მიღებასა და შესრულებას.
იყავით გულწრფელი, პასუხისმგებლიანი და მიუთითეთ მხოლოდ რეალური ინფორმაცია — თქვენი სანდოობა Getask-ზე თქვენი მთავარი უპირატესობაა.
4. დავალების მიღება და შესრულება
- განცხადებების დათვალიერება და არჩევა: შემსრულებლის სტატუსის გააქტიურების შემდეგ, გადადით პლატფორმის მთავარ გვერდზე და დაათვალიერეთ დამსაქმებლების მიერ გამოქვეყნებული განცხადებები. აირჩიეთ თქვენს სფეროსა და ინტერესებს მორგებული დავალება და დააჭირეთ მას დეტალური გვერდის გასახსნელად.
- ინტერესის დაფიქსირება და განაცხადის გაგზავნა: განცხადების გვერდზე, მარჯვენა მხარეს განთავსებულ ველში მიმართეთ დამსაქმებელს ტექსტური შეტყობინებით და დააჭირეთ ღილაკს „დაინტერესებული ვარ“. ამის შემდეგ თქვენი განაცხადი სამუშაოს შესრულებაზე მომენტალურად გაეგზავნება ავტორს.
- გაგზავნის დადასტურება: შეტყობინების გაგზავნისთანავე, ველის ზედა ნაწილში გამოჩნდება მწვანე შეტყობინება, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა.
- დეტალების შეთანხმება და შეთავაზების მიღება: დამსაქმებლისგან პასუხის მიღების შემდეგ, მიმოწერის ველში შეათანხმეთ სამუშაოს შესრულების დეტალები. შეთანხმების საფუძველზე დამსაქმებელი გამოგიგზავნით ოფიციალურ შეთავაზებას. შეტყობინებებში მიღებული ბარათის გასააქტიურებლად დააჭირეთ ღილაკს „სამუშაოს მიღება“.
- სამუშაოს მიღების დადასტურება ჩატში: შეთავაზების დადასტურებისთანავე, ჩატის დიალოგში ავტომატურად გამოჩნდება სტატუსი „სამუშაო მიღებულია“, რაც ორივე მხარისთვის დაადასტურებს თანამშრომლობის ოფიციალურ დაწყებას.
- დავალების ასახვა პროფილში: სამუშაოს დადასტურების შემდეგ, აღნიშნული განცხადება ავტომატურად გადავა თქვენი პროფილის სექციაში „მიმდინარე სამუშაო“.
- სამუშაოს დასრულება: მას შემდეგ, რაც დავალებას სრულყოფილად შეასრულებთ, შედით პროფილის გვერდზე, გადადით „მიმდინარე სამუშაოების“ სექციაში, გახსენით შესაბამისი განცხადება და დააჭირეთ ღილაკს „სამუშაოს დასრულება“.
- შედეგის დაფიქსირება: ღილაკზე დაჭერის შემდეგ სამუშაო წარმატებით დასრულებულად ჩაითვლება, ხოლო განცხადების გვერდზე სტატუსი განახლდება წარწერით „დასრულებული“.
- დაარქივება და ისტორია: პროცესის დასრულებისთანავე, შეკვეთა ავტომატურად გადაინაცვლებს თქვენი პროფილის „დასრულებული სამუშაოების“ სექციაში, სადაც შეძლებთ შესრულებული დავალებების ისტორიის ნახვას.


























